вторник, 3 марта 2009 г.

     ავჭალა საქართველოს დადაქალაქის დასავლეთის ჭიშკარი, ისტორიული ადგილია. იგი ქართული ისტოროგრაფიის გზაჯვარედინზე მრავლის მომსწრე და მნახველია. გადმოცემის თანახმად, ძველად ადამიანებს მდინარის ახლოს განლაგებული გაუვალი ჭაობებით დაფარული ტერიტორიები შიშს გვრიდა.ხალაში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ავი სულები ბინადრობენ. მგზავრები ცდილობდნენ ასეთ ადგილებს გასცლოდენ,  ახლოს არ გაკარებოდნენ. მათ ძველთაგან „ავ ჭალებს“ უწოდებდნენ.
     სოფელ დიდუბიდან მოკიდებული თითქმის მცხეთამდის, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო წარმოადგენდა დიდ უღრან ჭალას, რომელიც მოხსენებულია ვახუშტი ბაგრატიონის და ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებში, როგორც „ავი ჭალა“ იგივე ავჭალა.
ავჭალა შექმნილია მდინარე მტკვრის კალაპოტზე, რომელიც გაშლილი იყო, მარცხენა სანაპირო ავჭალის მთების ძირიდან, ხოლო მარჯვენა სანაპირო ახლანდელ სოფელ დიღმის მთების ძირამდის. დროთა განმავლობაში წყალმა დახრამა სუსტი ადგილი და ჩაჯდა კალაპოტში ვიწრო ზოლად, ხოლო საუკუნეების განმავლობაში წყლის დანალექით განოყიერებულ მიწაზე წარმოიქმნა უდაბური და უღრანი ტყე, რომელსაც ხალხმა „ავი ჭალა“ უწოდა, იგი წარმოადენდა მრავალი მხეცის, ფრინველისა და ავაზაკთა საბუდარს. როგორც მემატიანეები აღნიშნავენ მრავალჯერ გამოუყენებათ ქართველ მეფეებს თბილისზე საიერიშოდ, ჯარის სამალავად, როდასაც თბილისის ციხე-სიმაგრეები მტერს ეკავა.
    აჭალა უზველესი დაროიდან არის ცნობილი. თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ავჭალასა და დიღომში მდგარან. “ თურქნი ვეღა რაქ დაიზამთრებდეს ქართლს, რამეთუ ვიდრე აქობამდე ზამთარსა მოწევნასა თანა ფალანგებით მათითა ჩამოდგნენ ავჭალას და დიღომს.“
      ალბათ გახსოვთ ერთხელ წიგნის კითხვაში გართული მეფე დავით აღმაშენებელი როგორ გადააწყდა მტრის რაზმს. ეს ამბავი, რომელსაც ისტირიკოსი გვაუწყებს, ავჭალის სანახებში მოხდა, რაც მის უდაბურობაზე და გაუვალობაზე მეტყველებს.ახლანდელი ზაჰესის დასახლების ერთი უბნის, რომელსაც „გეოლოგებს“ ეძახიან მის უკან ტეფობზე, უწინ გაშენებული ყოფილა პატარა სოფლები ჯვარი და ფოსი. სოფელ ფოსის აღმოსავლეთით მაღლა მთაზე აგებულია წმინდა პეტრე მოციქულის საყდარი, რომლის უკან ხევის გაღმა ამჟამადაც არის კარგად შემონახული პატარა საყდარი „აქლემაანთ“ საყდარი, რომლის მიდამოებშიც არის ნასოფლარი, რომელსაც სოფელი ჯაჭვი ეწოდებოდა. უფრო ზემოთ არის საყრდრის ნანგრევები, რომელსაც ჯაჭვის წმინდა გიორგის საყდარი ჰქვია. 1614-1616 წლწბში შაჰაბასის ცნობილი ლაშქრობისას, რაც ითვალისწინებდა მთლი კახეთის მოსპობას, დანარჩენი მოსახლეობის სპარსეთში გადასახლებას. განადგურდა და მოისპო სოფლები: ჯვარი, ფოსი და ჯაჯვი. მათი მოსახლეობა კი სპასეთში, ფერეიდანში გადაასახლეს. გადარჩენილები ახლო-მახლო სოფლებსი გაიხიზნენ. ამ შემზარავ ამბავს ასე გადმოსცემს უცნობი ავტორი „აღხოცნა პირითა მახვილით ყოველი ქვეყანანი მთისა-ერწო, თიანეთი, პირი არაგვისა ზემოტგან ვიდრე ავჭალამდე“
        ავჭალასთან , მდინარე მტკვარზე, ხელსაყრელო ფონი იყო, რითაც მტრები მათშორის ლეკი მოთარაშეიიბიც სარგებლობდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში 1724 წელს მტრისგან თავდასაცავად მტკვრის გაყოლებაზე სოფელ დიდუბემდის ციხე-კოშკები აუშენებიათ, სულ  12. მათგან 11 მთლიანად დაინგრა ისე, რომ მათი კვალი არსად დარჩა. მხოლოდ ერთი ავჭალაში ახლაც დგას ვახტანგ ლომიშვილის საკარმიდამო ეზოში. აღნიშნულ კოშკს მიწისძვრისა და დიდძალი ნალექებისაგან დროთა განმავლობაში ჩამოეშალა ცალი მხარე. რესტავრატორებმა გაწმინდეს ჩამოშლილი ქვა-ღორღისაგან, გაანთავისუფლეს აღსადგენი ადგილი და აღმოაჩინეს რომ კოშკს საძირკველი საერთოდ არ ჰქონია. რაც მეტად გასაკვირია. კოშკი დგას იდილურად მოსწორებულ ადგილას ათი მეტრის დიამეტრის უსაძირკვლოდ, კედლების სისქე ორი მეტრია, კოშკის საერთო სიმაღლე 15 მეტრი. იგი შედგება სამი სართულისაგან. სართულები ერთიმეორეს უკავსირდება კედელში დატანებული კიბით. მეორე სართულზე არის ბუხარი კედელში დატანებული ბოლსადენი არხით. პირველ და მეორე სართულებზე დატანებულია სთოფურები. მესამე სართულზე ქნგურებია სათოფურებით, სადაც ძირითადათ იმყოფებოდნენ მეომრები-დამცველები.
ძირითადათ სოფელი ავჭალა ამ კოშკის ირგვლივ იყო გაშენებული, ცხოვრობდნენ ჯანდაგურები, ჩახიძეები, ბერიტაშვილები, ლომიშვილები, ამირანაშვილები, ბუტიკაშვილები, ვერხვიაშვილები, სუხიაშვილები, შუშანაშვილები, შამანაურები, კილაძეები, რაზმაძები და ჯაბიაშვილები.
     ცნობილია, რომ მდინარე მტკვრი (მარცხენ ნაპირი ) მოყოლებული მცხეთიდან ვიდრემდე ორთაჭალა და კრწანისი ბაღების სარწყავად ვერ გამოიყენებოსდა, ამას ხელს უშლიდა მტკვრის ფლატა და კლდოვანი ნაპირი, არა და დიდუბის ველის გამოყენება ხელოვნური მორწყვის გარეშე წარმოუდგენელი იყო, ამიტომმის მოსარწვყავად რუ უნდა გამოეყვანათ მდინარე არაგვიდან, ასეთი რუ გამოუყვანიათ ვახტანგ V დროს (1658-1676) ავჭალიდან. ეს უნდა ყოფილიყო ძველი სარწყავი ტრასის - მდინარე არაგვი-ავჭალა-ღრმაღელე-დიდუბე აღდგენილი ხაზი, რომელიც არსებობდა და მოქმედებდა ანტიკურ ხანაში. როგორც ჩანს ჯერ თამარ მეფეს განუახლებია დიდუბის ვალისა და თბილისას სანახების მოსარწყავად, შემდეგ მოშლილა. როგორც ეტყობა სწორედ ეს ნარუალი აღუდგენიათ, ან ძველ ტრასაზე ხელახლა გამოუყვანიათ ავჭალიდან.
          XVIII საუკუნის დასაწყისიდან სოფელი ავჭალა თავად გურამიშვილთა მამული შედიოდა. გურამივილის სასახლე, რომელიც მტკვრის ნაპირზე (ახლანდელი ეგრეთ წოდებული შუშის ქარხნის ტერიტორიაზე იყო აგებული), გალავნით იყო შემორტყმული და აქვე იყო აგებული საგვარეულო ეკლესია. სასახლემ XIX საუკუნის შუახნამდე მიუღწევია, ხოლო ეკლესიამ XX საუკუნის 50-იან წლებამდე. მანამ მას მთლად მოშლიდნენ მასში სასაწყობო მეურმეობა მოაწყვეს კომუნისტების პერიოდში.
            ავჭალისკენ მიმავალ გზას აჩვენებს ვახუშტი ბატონიშვილი მის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის პირვალ გეგმაზე. დედაქალაქის ტერიტორიაზე ის გარეთ ავლაბრისა და ჩოღურეთს შორის გადიოდა. იგივე გაზა არის აღნიშნული XIX საუკუნის დასაწყისში ტიხონოვის მიეღ შედგენილ სიტუაციურ გეგმაზე – სოფელ კუკიასთან, კვირაცხოველის გაღმა, სადაც ის ორად იყოფოდა. მტკვართან უფრო ახლოს გამავალ გზას ეწოდებოდა  „ქვემო გზა სოფელ დიდ ავჭალამდე“, ხოლო მეორეს – „ზედა გზა“, ძველად ავჭალის გზა გალავნის ავლაბრის კართან იწყებოდა, რომელიც XVIII საუკუნემდე დღევანდელი მეტეხის აღმართზე მდებარეობდა ავჭალის გაზა სოფელ ჩოღურეთს ორად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფდა. იმ დროისათვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც თბილისს ჩრდილოეთთან აკავშირებდა.
      ავჭალის გზას ქვეყნისათვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო–საფორტიფიკაციო მნიშვნელოსა ჰქონდა. იგი ქვეყნის ცენტრს პერიფერიასთან აკავშირებდა სოფელს ქალაქთან, დამამზადებელ გამდაღებელთნ, გზა ხელს უწყობდა ჯარის სწრაფ ფორსირებას და სხვა. ავჭალის გზის მნიშვნელობაზე ისაც მეტყველებს , რომ იგი „ქალაქის კართან“– ისანთან იწყებოდა. კარს კი ქალაქის გალავანს იმ მხარიდან ატანდნენ, საიდანაც ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა წარმოებდა. ეს გზა ,რომ ინტენსიურად გამოიყენებოდა XII – XIII საუკუნეებში, იქიდან ჩანს, რომ სწორედ ამ გზის ახლოს, ახლანდალი რიყის ქუჩაზე 1940 წელს მიწის თხრისას აღმოჩნდა ჯალალ ედ-დინის დროინდელი მონეტების განძი. მაგრამ სწორედ ამ დროს ბედის უკუღმართობამ საქართველოს ისტორიის ბორბალი უკან დაატრიალა, თბილისი რამოდენიმეჯერ დაარბიეს და დაანგრიეს. მოძალებული მტრის გამოისობით ბევრი საქარავნო გზა დაინგრა და დავიწყებას მიეცა. ვეღც ავჭალის გზა გადაურჩა ასეთ ბედისწერას და ადრეული ინტენსიობით არ გამოიყენებოდა.
     XVII საუკუნის დასაწყისში არაგვის ერისთავმა ნუგზარმა მდინარე მტკვარზე, ახლანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდის ადგილას, ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი „2-3 მალიან“ ხიდის აგება გადაწყვიტა.  მის მიერ აღნიშნულ ადგილზე ხიდის აგება მიგვნიშნებს, რომ XVII საუკუნეში „ავჭალის გზას“ გამოცოცხლება დაუწყია და თავისი პირვანდელი ადგილი დაუკავებია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში.
   მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კოშკის ახლოს კლდოვან ფლატეზე გადმოცემით ვინმე ბარნაბა ლომიშვილისა და მაშინდელი მრევლის მეშვეობით აოგო ტაძარი, რომელსაც იოანე ნათლისმცემლის სახელი ეწოდა. 1742 წელის 7 ივნისს იოანე ნათლიცმცემლის შობის დღეს , ტაძარი აკურთხა თვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნიკოლოზმა. დიდი ზარზეიმით აღინიშნა ტაძრის კურთხევა. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი აშენებულია ძველი ქართული ტაძრების სტილზე, იგი ერთ ნავიანია, 5X10 მეტრის მართკუთხა ფორმისაა, აღმოსავლეთიდან საკურთხეველს მომრგვალებული ფორმა აქვს, დატანებული აქვს ორი სარკმელი, სამხრეთიდან დატანებულია კარები. იმავე წელს მოხდა საშინელი მწის ძვრა, ვახუშტი ბატნიშვილის სიტყვებით „ამ ხანთა შინა შეიქმნა ძვრა საშინელი ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა. დიდი საშინელება შეიქმნა, ქვეყანა-რყევისაგან აღარ დადგა. კახეთს, ალავერდს საყდარი დაიქცა, იალბუზის მთები ბევრ ადგილს გადმოიქცა და მრავალი სული მოსახლე კაცი შიგ მოიტანა, ქართლში მრავალი შენობა დაიქცა.“ ახლად ნაკურთხ იოანე ნათისმცემლის ტაძარში შესასვლელი აწილი ჩამოინგრა, შევიწროვდა კართან მისასვლელი ადგილი. 1742 წელს მეფემ თეიმურაზII სამეფოში ათვლიერებდა მიწისძვრის დანგრეულ ადგილებს, მოინახულა დაზიანებილი კოშკი , ილოცა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და მცხეთას გაემართა.           იოანე ნათლის მცემლის ტაძრის რესტავრაჩია მოხდა 1990 წელს თეიმურაზ ტუღუშისა და ქეთევან ქელაფთარის უდიდესი ძლისხმევით და მონდომებით. როდესაც პატრა ტაძარმა ხალხი ვერ დაიტია აქვე ტაძრის ეზოში იოანე ნათლიმცემლის მშობლების წმინდა ზაქარიასი და მართალი ელისაბედის სხელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2000 წლის სექტემბერში და დასრულდა 2001 წლის 7 ივნიისს, აშენდა თვითონ მრევლის ძალისხმებითა და მონდომებით. 1994 წლიდან აქ მოქმედებს დედათა მონასტერი. ტაძარს ჰყავს სამი მოძღვარი: ტაძრის წინამძღოლი დეკანოზი მამა რევაზი ( სიხარულიძე ), დეკანოზ მამა მიქაელი ( ანდრიაძე ), მღვდელი მამა გურაი ( ბერძული )
               წელიწადის ნებისმიერ დროს მორწმუნებს იზიდავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სასწაულ მოქმედი წყარო, რომელი საიდან იღებს სათავეს არავინ იცის. ზაფხულში ცივი, ზამთარში თბილი. საიდან აღარ მოდიან მლოცველები რწმენით მიახლოებული იუკურნებიან დაავადებებისგან.
        თბილისში არსებულ მრავალი ტაძრიდან ერთერთია ავჭალის წმ. ქეთევანის სახელობის სახელბის ტაძარი. ეს ტაძარი თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო და აგება ავჭალის მოსახელეობის ინიციატივით, დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში, უსახსრობის გამო მშენებლობა გაჭიანურდა და დასრულდა საუკუნის ბოლოს. ავჭალის გავლით საგურამოში მიდიოდა ილია ჭავჭავაძე, მშენებარი ტაძრით დაინტერესებულა და საკუთარი წვლილიც შეუტანია მის დამთავრებაში. ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღვარი ყოფილა ნიკიფორე კანდელაკი, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლა ჰქონდა გახსნილიმას ღთვისმსახურებაში ეხმარებოდა დიაკონი გიორგი. ტაძრის ამჟამინდელი მოძღვარია მამა გიორგი ( რაზმაძე ).  კომუნისტური რაჟიმის დამყარების შემდეგ ტაძრის ფუნქციონირება შეწყდა. იგი ჯერ საწყობად, შემდეგ კონო-თეატრად, ბოლოს ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ერთ დროს მასში მილიციის ოთახი ფუნქციონირებდა. კუმუნისტაბის გადავარდნის შემდეგ ხალხის სურვილით ტაძრიდან ბიბლიოთეკა გაიტანეს და ტაძარი საქართველოს საპატრიარქოს გადასცეს. მისი აღდგენა დაიწყო 1997 წელის ნოემბერში და მის აღდეგენაში ყველაზეაქტიური მონაწილეობა მიიღო ამავე ტაძრის მრევლმა. 1998 წლის 21 მარტს ჯვარისთაყვანისცემის წინა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცა-კურთხევით ტაძერი რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. აღსაიშნავია რომ 21 მარტს აღნიშნავს დიდმოწამე ქეთევან დადოფლის ხსენების დღეს. ამჟამად ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. აღდგენითი სამუშაობის ჩატარების დროს ხეები გაკაფეს, ერთ-ერთ მათგანის მერქანში ღმოჩნდა აბო თბილელის ჯვრის ანალოგიური გამოსახულება. ეს გადანაჭრები ტაძარშია დაბრძანებული. ამჟამად ქეთევან წამებულის ტაძერში უამრავი სიწმინდა დაბრძანებული; ქეთევან წამებულის, წმ გიერგის, კლიმენტი რომის პაპის, ევდოკიმე ვატოპედალის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, საბა გამწმენდელის, კვირიკეს , ივლიტას, იოანე ნათლისმცემლის, წმ. მარინეს წმინდა ნაწილები, ღვთიშობლის კვართის ,,უფლის საფლავის ლოდის და იმ ღრუბლის ნაწილი რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს პირზე მიადეს. სინას მთის ქვა, რომელზედაც ყოველ მხრდამ მაყვლის ბუჩქია გამოსახული, ხის ნაწილი, რომელზეც ზაქე იყო ასული,დიმიტრი თესანოკელის მირონი, პანტანასას „ყოველთა დედოფლის“ ხატი, რომელიც XVIII საიკუნის ხატის ასლია. მასთან ლოცვით მრავალი ადამიანი განკურნებულა ავთვისებიანი სიმსიმნისაგან. პანტანასას ასლი ჩამოაბრძანეს საქართველოში 2004 წლის 3 სექტემბერს. ქეთევან წამებულის ტაძარში დასვენებულია ივერის ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა, ეს სასწაული დაიწო 1999 წლის 31 დეკემბერს. ღამისთევის მსახურებაზე.მირონი სდიოდა ჯვარცმასაც, რომელიც აღმართულია გოლგოთის მთიდან ჩამოტანილ ლოდზე. ტაძარში დაბრძანებულია ღვთიშობლის ხატი, რომლის წინ ქეთევან დედოფალი ლოცულობდა სიცოცხლის ბოლომდე. ხატს მიაგნეს საფრანგეთში, მოლაპარაკებისა და დიდი ძალისხმევის შედაგედ ხატი საქართველოში ჩამოაბრძანეს.  საქართველოში ჩამობრძანებისას ხატს ცრემლი გადმოუგორდა. მისი კვალი ახლაც ატყვია ღვთიშობლის თვალებს. ქეთევან წამებულის სახ. ტაძრის ეზოშ კიდევ ორი ეკლესიაა. ერთი იოანე ოქროპირის, ბასილ დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის, ხოლო მეორე – სერაფიმ საროველის სახელობის.
             ვინაიდან ავჭალის მახლობლად მდებარეობდა მრავაილი პატარ-პატარა სოფლები, სგურამო იალნოს მთაზე აგებული იყო საკულტო ნაგებობა, რომელიც მტრის მრავალი შემოსევებისგნ დაინგრა. XIX საუკუნეში მაშინდელ მოსახლეობაამ არ იცოდა თუ რის ნანგრევები იყო, მათ  ეგონათ, რომ ას ნანგრევები ეკუთვნოდა რომელიმე სალოცავს. ამიტომ გადაწყვიტეს აეგოთ წმ. პეტრეს სახელობის ტაძარი. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1815 წელს, რომელიც დღესაც ამაყად გადმოჰყურებს ზემოდან ავჭალას და მის მფარველად ითვლება, იგი მთელი ავჭალის სალოცავია. აქ უცხოვრია და უმოღვაწია ვინმე ბერს გაბრიელს (ლომიშვილს) რიმელიც ატარებდა წირვა ლოცვას.
         წმინდა პეტრე მოციქულის ტაძარი მესამე ტაძარია მოფლიში. ერთ-ერთი მათგანი რომშია, სწორედ იქ იჯდა საპყრობილეში ჯაჭვებით დაბმული პეტრე მოციქული, რომელიც იესომ თავის ღვთიური ძალით იხსანა, გისოსები აქთ-იქით გასწია და მოციქულმა თავის დაღწევა შესძლო. ეს მოხდა 29 იანვარს, ამიტომ რომშიც და საქართველოშიც ას დღე ჯაჭვთა თაყვანისცემის დღთაა წოდებული.
        ქეთევან წამებულის სახ. ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ და ტაძრის მრევლმა წერილი გააგზავნა ვატიკანში, სადაც წმ. პეტრეს ჯაჭვებია დასრძანებული, რომ თბილისშიც არის წმ. პეტრეს ჯაჭვთ თაყვანისცემის ტაძარი, შემდეგ მიმართეს რომის ტაძრის მოძღვარს, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ჯაჭვის სამი ნაწილი ჩამობრძანეს და წმინდა პეტრემოციქულის ტაძარში დააბრძანეს.
       ყოველი წლის 29 იანვარს  ავჭალაში იმართება დიდი საეკლესიო დღესასწაული. ამ დღეს ყველა ავჭალელი თავისა სტუმრებთან ერთად მიემართება მაღლა მთაზე წმინდა პეტრე მოციქულის  სახელობის ტაძრისაკენ. იქ მოილოცავემ შემდეგმ უკან ბრუნდებიან და შუაღამემდე იმართება საერო ზეიმი.
     1907 წელს ილია ჭავჭავძის დაკრძელვის დღეს თილისისაკენ მომავალ პროცესიას ავჭალელებიც შეგებებიან აი რას წერს გაზეთი „თბილისი“ 1987 წელის 29 აგვისტოს ნომერში „მუხად გვერდზე, რკინის ხიდთან მთელს ზემო ავჭალას მოეყარა თავი. ყველა აქ იყვნენ; მოხუცი, ახალგაზრდა, სოფლის დედაკაცები, ინტელიგენტები. სასოფლო სკოლის მასწავლებელ წვიმაძის მეთაურობით. ამათ ის იყო ზემო ავჭალეში პანაშვიდი გადაეხადათ და ეკლესიიდან პირდაპირ მუხადგვერდზე ამოსულიყვნენ.“